დრო:10:44:08თარიღი:შაბათი 19 ნოემბერი 2011

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
43 81 81
43 81 81

საქართველოს კონტროლის პალატა


საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაცია

სტრუქტურა

Levan Bejashvili

ლევან ბეჟაშვილი

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე

საკონტაქტო ინფორმაცია

დაბადების თარიღი:

09.11.1974 წ.

დაბადების ადგილი

თბილისი, საქართველო

ოჯახური მდგომარეობა:

დაოჯახებული

ენების ცოდნა:

რუსული, ინგლისური

განათლება:

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, იურისტის კვალიფიკაციით.

სამუშაო გამოცდილება:

2008 წლის 15 ივლისიდან არის საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე;

2008 წლის თებერვლიდან ივლისამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში;

2004-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი; საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე;

2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ;

1999-2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი; განყოფილების უფროსი; დეპარტამენტის უფროსი;

1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატში უფროს სპეციალისტად; წამყვან სპეციალისტად;

1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა   სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგამოძიებო სამმართველოში გამომძიებლის თანაშემწედ.

კანონმდებლობა

გაეცანით „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონს. აქ განსაზღვრულია კონტროლის პალატის მიზნები და მოქმედების სფერო, კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი და სხვ.

გარდა ამისა, იხილეთ საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტი და შინაგანაწესი.