დრო:10:03:23თარიღი:შაბათი 19 ნოემბერი 2011

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
43 81 81
43 81 81

საქართველოს კონტროლის პალატა


საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიმართვა

მოხარული ვარ, რომ  ეწვიეთ  საქართველოს  კონტროლის  პალატის  ვებგვერდს. თქვენი ინტერესი ამ ინსტიტუტის საქმიანობისადმი ჩვენთვის არის სტიმული და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ საქმიანობა წარვმართოთ იმგვარად, როგორც ეს შეესაბამება სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანოს სტატუსს.

ჩვენი მიზანია მაღალკვალიფიციური, მიუკერძოებელი და საერთაშორისო სტანდარტების  შესატყვისი აუდიტორული მომსახურებით ხელი შევუწყოთ სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ოპტიმალურ, გონივრულ გამოყენებასა და ეფექტიან ადმინისტრირებას საქართველოს მოქალაქეთა სასიკეთოდ.

ჩვენი საქმიანობა ეფუძნება გამჭვირვალეობისა და საჯაროობის პრინციპებს და  გვსურს ვიყოთ საიმედო პარტნიორი შესაბამისი პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოებისა და საზოგადოებისათვის სახელმწიფო ფინანსების სფეროში. ამ მიმართულებით ვთვლით, პრიორიტეტულად  წინ  წამოვწიოთ საქართველოს კონტროლის პალატის  ექსპერტულ-ანალიტიკური ფუნქცია – ვიყოთ კარგი მრჩეველი სახელმწიფო ფინანსების მიზნობრივად, კანონიერად და ეფექტიანად გამოყენების უზრუნველსაყოფად. ასევე, ჩვენთვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეულ წევრთან მჭიდრო კონტაქტი, რომელიც  ურთიერთდახმარებასაც  გულისხმობს. ველოდებით, რომ  თქვენგან მივიღებთ წინადადებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს კონტროლის პალატის მიერ თავისი ფუნქციების სრულყოფილად  შესრულებას; თავის მხრივ, საქართველოს კონტროლის პალატა გამოხატავს მზადყოფნას, რომ  ჩვენს უწყებაში მიმდინარე პროცესებისა და საქმიანობის შედეგების შესახებ საზოგადოება მუდმივად იყოს ინფორმირებული. 

იმედი მაქვს, რომ განახლებული ვებგვერდი,  როგორც  კომუნიკაციის ერთ-ერთი  საშუალება, დაგვეხმარება დასახული მიზნების მიღწევაში.