დრო:10:00:03თარიღი:შაბათი 19 ნოემბერი 2011

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
43 81 81
43 81 81

საქართველოს კონტროლის პალატა


საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ

იხილეთ დეტალური ინფორმაცია

საქართველოს კონტროლის პალატის ისტორია 1918 წლიდან იწყება.

1918 წლის 28 ივნისს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო კანონი “სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობის დაარსების” შესახებ და განსაზღვრა მისი სტატუსი:

მუხლი 1. დაარსდეს საქართველოს რესპუბლიკაში თანამდებობა სახელმწიფო კონტროლიორისა.სახელმწიფო კონტროლიორს ირჩევს ეროვნული საბჭო, იგი არ შედის მინისტრთა კაბინეტში და პასუხისმგებელია მხოლოდ ეროვნული საბჭოს წინაშე.

მუხლი 2. უთანხმოებას რესპუბლიკის კონტროლიორსა და მთავრობას შორის არჩევს და სწყვეტს ეროვნული საბჭო.

მუხლი 3. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მომქმედი კანონების ის მუხლები, რომელიც ამ დებულებას ეწინააღმდეგება ამიერიდან გაუქმებულია.”

ამავე წლის 6 დეკემბერს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა საკონტროლო საქმიანობის განმსაზღვრელი და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები: კანონი “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის შესახებ”, დებულება “სახელმწიფო კონტროლისა და მისი უწყებების საგანთათვის” და “რევიზიის წესდება”.

პრეზიდიუმის შესახებ

იხილეთ დეტალური ინფორმაცია

„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“

საქართველოს კანონი

მუხლი 13. კონტროლის პალატის პრეზიდიუმი და მისი უფლებამოსილება

1.კონტროლის პალატაში იქმნება კონტროლის პალატის პრეზიდიუმი, რომელშიც თანამდებობრივად შედიან კონტროლის პალატის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების თავმჯდომარეები. პრეზიდიუმის დანარჩენ წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.

2.კონტროლის პალატის პრეზიდიუმის სხდომას იწვევს კონტროლის პალატის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან პრეზიდიუმის წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით.

3. კონტროლის პალატის პრეზიდიუმს თავმჯდომარეობს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.

დავების განხილვის საბჭო

იხილეთ დეტალური ინფორმაცია

გაეცანით საქართველოს კანონს „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“, რომელიც შეეხება კონტროლის პალატის აქტების გასაჩივრებასა და დავების განმხილველ საბჭოს. კერძოდ, კონტროლის პალატის აუდიტის აქტის, ცნობის ან/და ანგარიშის (დასკვნის) გასაჩივრებას, კონტროლის პალატის დავების განმხილველი საბჭოს შემადგენლობას, ზოგად დებულებებს და ა.შ.