დრო:10:46:17თარიღი:შაბათი 19 ნოემბერი 2011

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
43 81 81
43 81 81

საქართველოს კონტროლის პალატა


დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა

იხილეთ დეტალური ინფორმაცია

საქართველოს კონტროლის პალატის დავების განმხილველი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი სახით:                                                               

ლევან ბეჟაშვილი - საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარე;

გიორგი ლაცაბიძე - საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე, საბჭოს წევრი;

ნატო ზაალიშვილი - საქართველოს კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;

გიორგი ალასანია – საქართველოს კონტროლის პალატის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;

გიორგი ყავლაშვილი - დამოუკიდებელი ექსპერტი, საბჭოს წევრი;

თამარ ხიდაშელი - არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, საბჭოს წევრი;

ვახტანგ ბალავაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

გურამ ჩახვაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

დავების განხილვის საბჭოს შესახებ

იხილეთ დეტალური ინფორმაცია

საქართველოს კანონი „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ"

თავი VI

კონტროლის პალატის აქტების გასაჩივრება და დავების განმხილველი საბჭო

მუხლის 27. კონტროლის პალატის აუდიტის აქტის, ცნობის ან/და ანგარიშის (დასკვნის) გასაჩივრება

1. აუდიტის ობიექტები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად არიან ადმინისტრაციული ორგანოები, უფლებამოსილი არიან, კონტროლის პალატის აუდიტის აქტი, ცნობა ან/და ანგარიში (დასკვნა) ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ მხოლოდ კონტროლის პალატაში.

2. აუდიტის ობიექტები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოებისა, უფლებამოსილი არიან, კონტროლის პალატის აუდიტის აქტი, ცნობა ან/და ანგარიში (დასკვნა) ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ უშუალოდ კონტროლის პალატაში, ასევე სასამართლოში – კანონით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივარი განუხილველი რჩება კანონით დადგენილი წესით.

4. კონტროლის პალატაში ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით.

კანონმდებლობა

გაეცანით „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონს. აქ განსაზღვრულია კონტროლის პალატის მიზნები და მოქმედების სფერო, კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი და სხვ.

გარდა ამისა, იხილეთ საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტი და შინაგანაწესი.