დრო:10:30:55თარიღი:შაბათი 19 ნოემბერი 2011

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
43 81 81
43 81 81

საქართველოს კონტროლის პალატა


საბიუჯეტო კალენდარი

2011 November

ნოემბერი 2011
ორშაბათისამშაბათიოთხშაბათიხუთშაბათიპარასკევიშაბათიკვირა
 1

wide range of quality

23456
78910

wide range of quality

111213
1415

wide range of quality

1617181920

wide range of quality

21222324252627
282930    

განმარტება

ბლოკის განმარტება ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები,ნაშთის ცვლილება

 ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანო ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 84.4.

ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 107.4.

ბლოკის განმარტება ინფორმაცია ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების შესახებ

 მხარჯავი დაწესებულებები ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში  საფინანსო ორგანოს წარუდგენენ ინფორმაციას მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების კვარტალური ან/და ყოველთვიური საორიენტაციო განწერის შესახებ - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 105. 1

ბლოკის განმარტება ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერა

 ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 15 დღისა საფინანსო ორგანო ამზადებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 82.1.

ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო მხარჯავ დაწესებულებებთან ერთად იხილავს წარმოდგენილ ინფორმაციას და არსებული რესურსების გათვალისწინებით, ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 15 დღისა იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერის შესახებ - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 105.2.

ბლოკის განმარტება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მდგომარობის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ყოველი თვის დასრულებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მდგომარეობის შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმების შესაბამისად - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 48.1.

ბლოკის განმარტება დელეგირების ხელშეკრულებები

 სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოსა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოს შორის (საჭიროების შემთხვევაში) ფორმდება დელეგირების ხელშეკრულებები - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 79.3.

ბლოკის განმარტება პრიორიტეტების დოკუმენტი

 ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 20 დღისა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტს - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 78. 8.

ბიუჯეტის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 20 დღისა ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტს - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 102.4.

ბლოკის განმარტება ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი

 დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებას და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისათვის ინფორმაციის სახით წარდგენას - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 39.13

ბლოკის განმარტება ანგარიშგება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

 სახელმწიფო ხაზინა ყოველი თვის დასრულებიდან 20 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშგებას სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით და წარუდგენს საქართველოს პარლამენტს - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 53.2.

ბლოკის განმარტება ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის მიმდინარეობის შესახებ

 ყოველი კვარტალის დამთავრებიდან არა უგვიანეს 20 დღისა საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. მუხლი 233.2.

ბლოკის განმარტება ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა

ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 54.

ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 85.

ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 108.

ბლოკის განმარტება მხარჯავი დაწესებულებების საბოლოო ანგარიშები

 მხარჯავი დაწესებულებები ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, დადგენილ ვადებში ამზადებენ საბოლოო ანგარიშებს და წარუდგენენ ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს არა უგვიანეს 15 თებერვლისა - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 109.1.

ბლოკის განმარტება ბიუჯეტის წლიური ანგარიში

 ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანო ამზადებს ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვისა წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 86

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვისა წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 109.2.

ბლოკის განმარტება ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკლუმენტი

 ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით ყოველი წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) მიერ წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას და წარდგენის ვადებს - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 34.3.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო ყოველი წლის 1 მარტიდან იწყებს მუშაობას, რისთვისაც გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც განსაზღვრულია პრიორიტეტების შედგენისათვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის ვადები - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 76.3.

ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო ყოველი წლის 1 მარტამდე გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 95.3.

ბლოკის განმარტება ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების შესახებ

 ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებინფორმაციაზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტების დასკვნები არა უგვიანეს 20 ივნისისა ეგზავნება საქართველოს მთავრობას - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლუ 34.4.

ბლოკის განმარტება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში

 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით და მხარჯავი დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს, რომელიც მთავრობის მიერ წარედგინება საქართველოს პარლამენტს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვისა - საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 93.2.; საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 55; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. მუხლი 234.1.

ბლოკის განმარტება ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიში

 ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო საჯაროდ იხილავს ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და არა უგვიანეს 1 მაისისა იღებს გადაწყვეტილებას წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 88.1.

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არა უგვიანეს 1 მაისისა იღებს გადაწყვეტილებას ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 111.

ბლოკის განმარტება ავტონომიური რესპუბლიკის ძირითადი მიმართულებები

 ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ყოველი წლის 15 ივნისამდე წარუდგენს მას ინფორმაციას ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 95.4.

დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების მიღების საჭიროებისას ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო არა უგვიანეს 15 ივნისისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს ძირითად მონაცემებს ფინანსური დახმარების მოცულობის განსასაზღვრავად - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 96.1.

ბლოკის განმარტება კონტროლის პალატის მოხსენება

 საქართველოს კონტროლის პალატა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 1 თვისა პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის თაობაზე - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 57; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. მუხლი 234.4.; საქართველოს კანონი „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“. მუხლი 32.1.

ბლოკის განმარტება ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზები

 საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით საქართველოს მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 34.4.

ბლოკის განმარტება კონტროლის პალატის საქმიანობის ანგარიში

 საქართველოს კონტროლის პალატა არა უგვიანეს  საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს - საქართველოს კანონი „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“. მუხლი 32.3.; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. მუხლი 216.2., მუხლი 236.2.

ბლოკის განმარტება პარლამენტისა და კონტროლის პალატის ბიუჯეტის პროექტები

 საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს კონტროლის პალატის ბიუჯეტების პროექტებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობას წარუდგენს არა უგვიანეს 15 ივნისისა - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 41.1.

ბლოკის განმარტება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში

 სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვისა და საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენების მოსმენის შემდეგ საქართველოს პარლამენტი არა უგვიანეს 15 ივნისისა იღებს დადგენილებას ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 58.1.

ბლოკის განმარტება ბიუჯეტის პროექტი

 მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებულ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს წარუდგენს არა უგვიანეს სამი თვისა საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე. ბიუჯეტის პროექტთან ერთად მთავრობა წარადგენს მოხსენებას მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ - საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 93.2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 38.1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. მუხლი 178.1. და 178.2.

ბლოკის განმარტება მთავრობის მოხსენების განხილვის გრაფიკი

 სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიღებიდან 2 დღის ვადაში, კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის წარმომადგენლებთან პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს პროექტისა და მთავრობის მოხსენების განხილვის გრაფიკის შედგენას - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. მუხლი 179.1.

სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი და მთავრობის მოხსენება მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, ასევე პროექტის განხილვის გრაფიკი მისი დამტკიცების მომდევნო დღეს ეგზავნება კომიტეტებს, უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციებს, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს  კონტროლის პალატას, ხოლო მთავრობას – მხოლოდ განხილვის გრაფიკი - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. მუხლი 179.2.

ბლოკის განმარტება საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები

 საქართველოს სამინისტროები ყოველი წლის 30 ივნისამდე ამტკიცებენ თავიანთ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებს, რომლებიც მოიცავს პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელ პროგრამებსა და ღონისძიებებს - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 34.4.

ბლოკის განმარტება ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი

 საქართველოს მთავრობა არა უგვიანეს 10 ივლისისა იწონებს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პირველად ვარიანტს - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 34.6.

ბლოკის განმარტება ბიუჯეტის კანონის პროექტი

 მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის გადამუშავებულ პროექტს განსახილველად წარუდგენს პარლამენტს არა უგვიანეს 1 ნოემბრისა (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ). პროექტს უნდა ერთვოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. მუხლი 179.9.

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არა უგვიანეს 1 ნოემბრისა წარუდგენს უმაღლეს საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად -საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 100.1.

ბლოკის განმარტება საქართველოს ბიუჯეტის პროექტი

 სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის არა უგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 39.8.

ბლოკის განმარტება ბიუჯეტის პროექტის შესახებ

 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იხილავს წარმოდგენილ ინფორმაციას და არსებული რესურსების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 15 დღისა იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების (გადასახადების ნაწილში) კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერის შესახებ - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 47.2.

თუ საქართველოს პარლამენტი დეკემბრის მესამე პარასკევამდე ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მიერ გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 31 დეკემბრისა - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 39.11.

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ამტკიცებს ახალი საბიუჯეტო წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტს - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 102.2.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო საჯაროდ იხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 78.2.