დრო:10:52:55თარიღი:შაბათი 19 ნოემბერი 2011

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
43 81 81
43 81 81

საქართველოს კონტროლის პალატა


ხდკ

რა არის საქართველოს კონტროლის პალატის მისია?

პასუხი

ხელი შუწყოს სახელმწიფო სახსრების კანონიერად,მიზნობრივად და ეფექტიანად ხარჯვას, ეროვნული სიმდიდრისა და სახელმწიფო საკუთრების დაცვას, ასევე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

რა არის საქართველოს კონტროლის პალატის ხედვა?

პასუხი

დაეხმაროს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორაგანოს საპარლამენტო კონტროლის ფუნქციის განხორციელებაში საქართველოს მოქალაქეთა სასიკეთოდ.

რა წარმოადგენს კონტროლის პალატის მიზანს?

პასუხი

განავითაროს სახელმწიფო სექტორის თანამედროვე, დამოუკიდებელი აუდიტორული მომსახურება, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და სარგებლობს მოქალაქეთა ნდობით.

რა არის საქართველოს კონტროლის პალატის ძირითადი ღირებულებები?

პასუხი

ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, საჯაროობა, პროფესიონალიზმი.

რას მოიცავს საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორული საქმიანობა ?

პასუხი

ფინანსურ აუდიტს, შესაბამისობის აუდიტს, ეფექტიანობის აუდიტს.

რას გულისხმობს აუდიტი?

პასუხი

ფინანსური აუდიტი – მისი მიზანია ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით. შესაბამისობის აუდიტი – მისი მიზანია სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფო ქონების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი. ეფექტიანობის აუდიტი – მისი მიზანია, გამოავლინოს შემოსავლების, ხარჯებისა და სახელმწიფო რესურსების მართვის ეკონომიურობა, შედეგობრიობა და მიზანშეწონილობა, ამასთანავე, დაადგინოს, რამდენად ემსახურება ორგანიზაციის მიერ გამოყენებული რესურსები ორგანიზაციული მიზნების მიღწევას და მიღწეულია თუ არა ეს მიზნები ეკონომიურობის, შედეგობრიობისა და მიზანშეწონილობის გზით.

ვისთან თანამშრომლობს საქართველოს კონტროლის პალატა?

პასუხი

დაკისრებული კონსტიტუციური ვალდებულებებისა და ამოცანების შესასრულებლად საქართველოს კონტროლის პალატა თანამშრომლობს სახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებთან, დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან.

ფართო საზოგადოებისთვის საჯაროა თუ არა კონტროლის პალატის საქმიანობა?

პასუხი

კონტროლის პალატის უადიტის აქტები და გადაწყვეტილებები საჯაროა კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აგრეთვე კონტროლის პალატა საქართველოს პარლამენტს ყოველი წლის 1 ივნისამდე წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ, რომელიც მოიცავს ინფორმაციას გასული წლის საქმიანობის თაობაზე. ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საჯაროდ.

რომელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს კონტროლის პალატა?

პასუხი

საქართველოს კონტროლის პალატას ორმხრივი ურთიერთობები აქვს შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისთან(SNAO), სარგებლობს საქართველოში ევროპული კომისიის დელეგაციის(EC Delegation), მსოფლიო ბანკისა და განვითარების პარტნიორთა ერთობლივი ჯგუფის(WB, SIDA, DFID, Koninkrijk der Nederlanden), მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების მხარდაჭერის პროექტისა(SIGMA) და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების(GTZ) მხარდაჭერით.