დრო:07:49:40თარიღი:სამშაბათი 16 აგვისტო 2011

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
43 81 81
43 81 81

საქართველოს კონტროლის პალატა


საქართველოს კონსტიტუცია

იხილეთ დეტალური ინფორმაცია

საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ეყრდნობიან რა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, საქვეყნოდ აცხადებენ ამ კონსტიტუციას.

კანონი საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ

იხილეთ დეტალური ინფორმაცია

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის მიზნები და მოქმედების სფერო

1. ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის (შემდგომში – კონტროლის პალატა) სტატუსს, უფლებამოსილებას, საქმიანობის წესს, ორგანიზაციასა და დამოუკიდებლობის გარანტიებს.

2. კონტროლის პალატა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.

3. კონტროლის პალატა აღიარებს უმაღლესი აუდიტორული და მაკონტროლებელი ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების წესდებებს და ხელმძღვანელობს მათ მიერ დეკლარირებული ძირითადი პრინციპებით.

4. მხოლოდ ამ კანონით განისაზღვრება კონტროლის პალატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, უფლებამოსილების განხორციელების წესი და ფარგლები.

საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტი

იხილეთ დეტალური ინფორმაცია

საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტი განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის წესს, სტრუქტურას, ტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს, აუდიტის მომზადებისა და ჩატარების ვადებსა და წესებს, დავების განმხილველი საბჭოს უფლებამოსილების განხორციელების წესს, საქმისწარმოებისა და შიდა საქმიანობის სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.

საქართველოს კონტროლის პალატის სტატუსი

1. საქართველოს კონტროლის პალატის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 

2. საქართველოს კონტროლის პალატა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ რეგლამენტის, აგრეთვე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.

3. საქართველოს კონტროლის პალატას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები სახელმწიფო ხაზინაში, ემბლემა და სატიტულო ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

4. საქართველოს კონტროლის პალატის ადგილსამყოფელია: ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქ. N22, ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N7, ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი N96.

საქართველოს კონტროლის პალატის შინაგანაწესი

საქართველოს კონტროლის პალატის შინაგანაწესი მოიცავს შემდეგ ზოგადი დებულებანს:

საქართველოს კონტროლის პალატის (შემდგომში - კონტროლი პალატა) შინაგანაწესი (შემდგომში - შინაგანაწესი) შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს შემდეგს:

ა) სამუშაო დღის დასაწყისი და დასასრული;

ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;

გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წასი;

დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;

ე) ხელფასის გაცემის დრო და ადგილი;

ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;

ზ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი;

იხილეთ სრული სახით საქართველოს კონტროლის პალატის შინაგანაწესი: შინაგანაწესი.pdf