დრო:11:00:53თარიღი:შაბათი 19 ნოემბერი 2011

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
43 81 81
43 81 81

საქართველოს კონტროლის პალატა


საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტი

საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტი განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის წესს, სტრუქტურას, ტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს, აუდიტის მომზადებისა და ჩატარების ვადებსა და წესებს, დავების განმხილველი საბჭოს უფლებამოსილების განხორციელების წესს, საქმისწარმოებისა და შიდა საქმიანობის სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.

საქართველოს კონტროლის პალატის სტატუსი

1. საქართველოს კონტროლის პალატის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.;

2. საქართველოს კონტროლის პალატა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ რეგლამენტის, აგრეთვე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.

3. საქართველოს კონტროლის პალატას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები სახელმწიფო ხაზინაში, ემბლემა და სატიტულო ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

4. საქართველოს კონტროლის პალატის ადგილსამყოფელია: ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქ. N22, ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N7, ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი N96.

იხილეთ სრულად: რეგლამენტი.pdf