დრო:10:25:17თარიღი:შაბათი 19 ნოემბერი 2011

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
43 81 81
43 81 81

საქართველოს კონტროლის პალატა


საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს კონტროლის პალატა არის სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, რომელიც შექმნილია საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე. კონტროლის პალატის სტატუსი, უფლებამოსილება და დამოუკიდებლობა განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის 97-ე მუხლით.

საქართველოს კონსტიტუცია მიღებულია 1995 წლის 24 აგვისტოს

მუხლი 97

1. სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს საქართველოს კონტროლის პალატა. იგი უფლებამოსილია აგრეთვე შეამოწმოს საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობა, წარუდგინოს პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებები.

2. კონტროლის პალატა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. კონტროლის პალატის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები და წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და კანონით.

3. წელიწადში ორჯერ, ბიუჯეტის შესრულების წინასწარი და სრული ანგარიშის წარდგენის დროს, კონტროლის პალატა პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, ხოლო წელიწადში ერთხელ - თავისი საქმიანობის ანგარიშს.

4. კონტროლის პალატის უფლებამოსილება, ორგანიზაცია და საქმიანობის წესი, დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება კანონით.

5. სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოები იქმნება კანონის შესაბამისად.

იხილეთ სრულად: საქართველოს კონსტიტუცია.pdf