დრო:10:57:30თარიღი:შაბათი 19 ნოემბერი 2011

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
43 81 81
43 81 81

საქართველოს კონტროლის პალატა


საქართველოს კონტროლის პალატის 2010 წლის საქმიანობის ანგარიში

საქართველოს კონტროლის პალატა სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი პროფესიონალური ორგანოა. იგი უწყებრივად, ფინანსურად, ფუნქციურად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია – თავის საქმიანობაში ემორჩილება მხოლოდ კანონს. 

საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებისა და მიზნობრიობის დაცვას, ეფექტიანობას, ასევე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის პრინციპებია:

  • ობიექტურობა;
  • დამოუკიდებლობა;
  • საჯაროობა;
  • პროფესიონალიზმი. 

საქართველოს კონტროლის პალატა საზოგადოების წინაშე საჯარო დაწესებულებათა ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია.

იხ. ვრცლად: 2010 წლის საქმიანობის ანგარიში

საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის საქმიანობის ანგარიში

საქართველოს კონტროლის პალატის ისტორია 1918 წლიდან იწყება: 28 ივნისს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო კანონი „სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობის დაარსების შესახებ“, რომლითაც განისაზღვრა მისი სტატუსი.

სახელმწიფო კონტროლიორს ევალებოდა თვალყურის დევნება ფინანსების ხარჯვაზე, კრედიტების განაწილებასა და ანგარიშის წარმოებაზე; მასვე უნდა გამოეთქვა მოსაზრება საბეგრო (საგადასახადო) სისტემის გადასახადების, ბაჟისა და სხვა სახის სახელმწიფო შემოსავლების მოკრების ავკარგიანობაზე.

1921 წლიდან, საბჭოთა ანექსიის 70 წლის განმავლობაში, საქართველოს სსრ სახალხო კონტროლის კომიტეტი, სსრკ-ის სახალხო კონტროლის კომიტეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო.

დღევანდელი კონტროლის პალატა, რომელიც შექმნილია საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის სამართალმემკვიდრეა.

იხ. ვრცლად: 2009 წლის საქმიანობის ანგარიში

საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის ანგარიში

საქართველოს კონტროლის პალატის სტატუსი და უფლებამოსილებანი საქართველოს კონტროლის პალატა არის დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და პროფესიონალური ინსტიტუტი, რომელიც ახორციელებს აუდიტს და შექმნილია იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვას და ეფექტიანობას, ეროვნული სიმდიდრის, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრების დაცვას, ასევე, საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას. საქართველოს კონტროლის პალატის, როგორც სახელმწიფო საფინანსო- ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანოს კომპეტენცია განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ", საქართველოს კანონებით: „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ”, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ”, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის ზედამხედველობის შესახებ” და სხვ.

იხ. ვრცლად: 2008 წლის ანგარიში