დრო:10:49:42თარიღი:შაბათი 19 ნოემბერი 2011

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
43 81 81
43 81 81

საქართველოს კონტროლის პალატა


საქართველოს კონტროლის პალატის 10 პრიორიტეტი 2011 წლისთვის

1. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით წარმართული ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამები
ამ პროგრამების მიმართ დიდია საზოგადოების ინტერესი, რამდენადაც ემსახურება ერთის მხრივ, ჩვენი საზოგადოების ნაკლებადუზრუნველყოფილი ნაწილის სოციალური ყოფის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. . . 

იხ. ვრცლად: PDF ვერსია

განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხა

შესავალი და განმარტებები

ნუსხაში შეტანილი პროგრამა თუ ღონისძიება არის განსაკუთრებული საჯარო ინტერესის არეალში. პროგრამისა თუ ღონისძიების ნუსხაში შეტანით საქართველოს კონტროლის პალატა საჯაროდ აცხადებს, რომ ღონისძიებას, პროგრამას, მის განმახორციელებელ სუბიექტს თუ მთლიანად სისტემას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს.

პროგრამისა თუ ღონისძიების განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხაში შეტანა განხორციელდება საქართველოს კონტროლის პალატის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად და ობიექტურად მოპოვებული ინფორმაციის (მათ შორის აუდიტის შედეგების) საფუძველზე.

წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით (დასაწყისისთვის 2 წელიწადში ერთხელ) საქართველოს კონტროლის პალატა მოახდენს განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხის გადახედვა-განახლებას, რაც ნიშნავს არა მხოლოდ პროგრამისა თუ ღონსძიების ნუსხიდან ამოღებას, არამედ ნუსხაში ახლის დამატებასაც.

ახალი რეალობების გათვალისწინებით, საჭიროების შესაბამისად მოხდება არა მხოლოდ ნუსხის, არამედ კრიტერიუმების განახლებაც, რაც ნიშნავს, რომ კრიტერიუმის რაიმე პარამეტრის ცვლილებას ან ახალი კრიტერიუმის შემუშავებას.

განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხაში პროგრამისა თუ ღონისძიების შეტანა უპირობოდ არ ნიშნავს, რომ იგი ან მაღალი რისკისაა ან არსებობს დარღვევები. ნუსხაში შესაძლებელია მოხვდეს პროგრამა, რომელიც მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესისა და საჯარო დებატების საგანია.

განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხაში პროგრამა თუ ღონისძიება შესაძლებელია მოხვდეს არა მხოლოდ ერთი, არამედ ერთდროულად რამდენიმე კრიტერიუმის შესაბამისად. ამავდროულად, ნუსხის განახლებისას შესაძლებელია ასეთ პროგრამას/ღონისძიებას მოეხსნას ან დაემატოს კრიტერიუმი რომლის საფუძველზეც არის განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხაში.

განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხის გათვალისწინებით მოხდება საქართველოს კონტროლის პალატის მიერ მომდევნო წლის პრიორიტეტების, აგრეთვე აუდიტის გეგმების ჩამოყალიბება.

იხ. ვრცლად: PDF ვერსია

აუდიტის პროცესის მართვის სისტემა TeamMate