დრო:19:37:30თარიღი:ხუთშაბათი 11 აგვისტო 2011

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
43 81 81
43 81 81

საქართველოს კონტროლის პალატა


მეწარმის გზამკვლევი

იხილეთ დეტალური ინფორმაცია

ხართ მეწარმე?

თუ ფიქრობთ, დაიწყოთ საკუთარი საქმე და გაქვთ წარმოდგენა რა სახის მოღვაწეობას აპირებთ,  მაშინ ეს სახელმძღვანელო განკუთვნილია სწორედ თქვენთვის.

თქვენ მრავალ საკითხზე მოგიწევთ დაფიქრება. ეს სახელმძღვანელო კი დაგეხმარებათ წესრიგში მოიყვანოთ თქვენი აზრები და იდეები იმ საქმის შესახებ, რომლის დაწყებასაც აპირებთ.

სახელმძღვანელოს მიზანი არ არის კონკრეტული რჩევების მოცემა; მიზანი მარტივია: ხელი შეგიწყოთ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებაში - დაიწყოთ თუ არა საკუთარი საქმე. ჩამოტვირთეთ და შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმები, გააანალიზეთ შედეგები და მიიღეთ გადაწყვეტილება მზად ხართ თუ არა საკუთარი საქმის დაწყებისათვის.

მეწარმის მახასიათებლები

ახალ საქმეში თქვენ, როგორც მეწარმე, ხართ ყველაზე მთავარი ფიგურა, ვინაიდან პასუხს აგებთ საკუთარი საქმის ხელმძღვანელობაზე და მის წარმატებაზე. ასეთი პასუხისმგებლობა ითვალისწინებს მზადყოფნას არა მარტო მიიღოთ თქვენს თავზე გარე და შიდა საწარმოო გარემოებების ზეწოლა, არამედ იგრძნოთ დიდი თავისუფლებაც.

დაიწყო შენი საკუთარი საქმე - რთული ნაბიჯია  და მას შეუძლია შეცვალოს მთელი ცხოვრება; თქვენ მოგიწევთ ბევრი და გულმოდგინე შრომა, რომელსაც შეუძლია მოგიტანოთ კმაყოფილება და მოგება.

საქმის წარმატება დამოკიდებულია თქვენს თვისებებზე, ჩვევებსა და სიტუაციაზე. რაც მეტია ადამიანში მეწარმის თვისებები და ჩვევები, მით მეტია საქმის დაწყების ალბათობა.

თვისებებისა და ჩვევების თავისებურებანი განსხვავდება იმის მიხედვით,  თუ  რა სახის მოღვაწეობას ირჩევთ თქვენ.

შესაძლებელია, თქვენ უკვე გაქვთ საჭირო თვისებები და ჩვევები; იმ შემთხვევაში კი თუ რომელიმეს ნაკლებობას განიცდით, მისი შეძენა ტრენინგების საშუალებით შეიძლება  ან სულაც თქვენი საქმისათვის ამ ჩვევების მქონე სპეციალისტის დაქირავებით შეგიძლიათ შეავსოთ ეს დეფიციტი.

გამოსცადეთ თქვენში მეწარმე

ვიდრე დაიწყებდეთ საკუთარ საქმეს, გააანალიზეთ, გაქვთ თუ არა ბიზნესისათვის საჭირო თვისებები და ჩვევები. იფიქრეთ სათითაოდ ტესტში მოყვანილ თვისებასა და ჩვევაზე იმ თვალსაზრისით, არის თუ არა ის ძლიერი ან სუსტი მხარე საქმის წარმოებისათვის.

მაგალითად, თუ გაგაჩნიათ კარგი ცოდნა ბიზნესის მართვის სფეროში, ეს შეიძლება იყოს პლუსი, მაგრამ თუ თქვენ ხშირად ენდობით სხვას გადაწყვეტილების მიღების დროს, შეიძლება იყოს მინუსი. ეს ტესტი დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რა ჩვევები უნდა განავითაროთ და როგორ აარიდოთ თავი შეცდომებს.

განავითარეთ თქვენში მეწარმე

ბევრ მეწარმეს არ გააჩნია საკმარისი ანუ საჭირო უნარი საკუთარი საქმის წარმოებისათვის. მაგრამ უნარს  შეიძლება დაეუფლოთ და არსებული თვისებები განავითაროთ. ქვემოთ მოყვანილია მეწარმის ჩვევებისა და თვისებების განვითარების რამდენიმე რეკომენდაცია:

  1. ისწრაფეთ მიიღოთ დახმარება სხვა ადამიანებისაგან;
  2. თვალყური ადევნეთ წარმატებულ მეწარმეებს; 
  3. დაესწარით სასწავლო კურსებს;
  4. წაიკითხეთ წიგნები და სხვა ლიტერატურა.

შეადგინეთ იმ ჩვევებისა და თვისებების სია, რომლებიც მოხვდა თქვენს ტესტში მინუსის სვეტში. დაფიქრდით, როგორ აპირებთ მოიქცეთ თითოეულ მათგანთან დაკავშირებით. ამის შემდეგ  კი ეს ყველაფერი სისტემაში მოიყვანეთ ანკეტის მეშვეობით.

ვალუტა

ამინდის პროგნოზი

საქართველო, თბილისი
29° C დღე
19° C ღამე

იხილდეთ ამინდის პროგნოზი დეტალურად

მსოფლიო დრო

საქართველო, თბილისი
19:37:30
  • ნიუ იორკი 11:37:30
  • ლონდონი 16:37:30

იხილეთ მსოფლიო დრო დეტალურად